„წინა წლებთან შედარებით, დაფნაზე მოთხოვნა გაათმაგებულია,“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“დაფნის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის დირექტორმა დავით კუტალიამ განაცხადა.
მისი თქმით, ივლისში დაფნის ფასი შემცირდა და 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობდა. მაქსიმალური ღირებულება კი წელიწადის სხვადასხვა დროს 13-14 ლარამდეც აღწევს.
„მყიდველმა იცის, რომ ამ პერიოდში დაფნა არის ძალიან მძიმე და გასაყიდი პროცენტი არ დაჯდება. აქედან გამომდინარე, ივლისში არის ფასი დაბალი, 8-10 ლარის ღირს ახლა. აგვისტოში ველოდებით ფასების მომატებას, მაგრამ წინასწარ ვერ ვიტყვით რამდენით გაიზრდება,“ – ამბობს კუტალია.
„5000-5500 ტონა მოდიოდა, მაგრამ წელს ვერ დაგპირდებით, რომ ამდენი იქნება, რადგან ვეგეტაციის პერიოდში დაფნას ჭრიან და ანადგურებენ, ბუნებრივია, რომ იმ მაჩვენებელზე რაც დაგისახელეთ, ვერ მივა,“ – ამბობს კუტალია.