“გურულების ტიპის ასეთ ცვლილებებში დიდი გავლენა იქონია მათთან თურქული ტომების სიახლოვემ და ტყვეებით ვაჭრობამ”
რას წერდა კავკაზის კორესპონდენტი გურულებზე
.
გურულების ტიპაჟი მნიშვნელოვნად განსხვავდება თანატომელი იმერლებისა და მეგრელებისაგან და თითქმის არა აქვს მსაგვსება ქათველების ტიპაჟთან. ამ ქართულ ტომებს შორის ასეთი თვალსაჩნო განსხვავების მიზეზი იგივე გახლავთ, რამაც პინგვინის და ახალი ჰოლანდიის ხოჭოს ფრთების ატროფია გამოიწვია, რამაც ინგლისელები მეზღვაურებად აქცია, ხოლო მთიელები მტაცებლად – ეს გახლავთ ბუნების გავლენა, რომელიც საჭიროებებიდან გამომდინარე ასუსტებს ან აძლიერებს სხვადასხვა ორგანოებსა და გრძნობებს.
.
გურულების ტიპის ასეთ ცვლილებებში დიდი გავლენა იქონია მათთან თურქული ტომების სიახლოვემ და ტყვეებით ვაჭრობამ. ასეევე შავი ზღვის სანაპირომ, რომელიც სხვადასხვა პერიოდში კოლონიზირებული იყო უცხო ხალხები მიერ. რომელმა გარმოებამ მოახდინა უფრო დიდი გავლენა მათი რასის ცვლილებაზე ამის თქმა ზუსტად შეუძლებელია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს გავლენები ფიზიკური ხარისხის განვითარების თვალსაზრისით ძალიან კარგი გამოდგა: ასეთი გრაციოზული, მფრთხალი ჩიტის მსგავსი ბავშვები, ასეთი მამაცური სილამაზის მამაკაცები და ნატიფი პროფილის ქალები ძალიან ძნელია კავკასიაში ნახო. თავისი მანერითა და გრაციოზულობით გურული ქალები ძალიან ჰგავს სამხრეთ იტალიელ ქალებს.
.
იგივე ყოფითმა პირობებმა შექმნა ისტორიული კანონზომიერება და გურულების ზნეობრივად გაუმართლებელი არასრულყოფილება… ამჟამად გურიაში ჯერ კიდევ არაა შექმნილი მკაცრი სამოქალაქო წესრიგი, ყველა თავის ჭკუაზე ცხოვრობს და ყოველთვის მზადაა ოსტროვსკის ტიტ ტიტჩივით თქვას – „ჩემს ნებას არ შეეწინააღმდეგო“, რის გამოც მე ვფიქრობ, რომ არსად იმდენი პრობლემები ადგილობრივ ადმინისტრაციას არა აქვს რამდენიც გურიაში.
.
– Корреспонденцiя Кавказа – Изъ Г уpiи (Кавказъ 1865 г. № 30)

ავტორი კახა ჩავლეშვილი
მსგავსი სტატიები:
როგორ გამოეხმაურა “ივერია” ოზურგეთში ვეფხის-ტყაოსანის გამოცემას
“ციანმკლავი” და “სარტალ მარტალი”
გურული ქალი
გურული სამზარეულო – წველისაგან საჭმელების შემზადება-გაკეთება და სამზარეულოს ნივთები
ალუმინი – საბადო გურიაში
როგორ იყო აღზრდილი გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია V გურიელის ასული, ეკატერინე გურიელი
ქველმოქმედი ძმები სიხარულიძეები – საინტერესო ადამიანები წარსულიდან
1907 წელი – არჩევნები, ლანჩხუთი, გურიანთა, „სოცდეკები“, „ჭეშმარიტ ქართველთა“ კავშირი და ხულიგნები