პუტინი არასდროს აძლევს თავს უფლებას, უხეში იყოს სხვა ლიდერების მიმართ – პესკოვი

”პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის ფრთხილია, როდესაც იგი თავისი კოლეგების შესახებ განცხადებებს აკეთებს. ის არასდროს აძლევს თავს უფლებას, იყოს უხეში ან არათავაზიანი სხვა სახელმწიფოების ლიდერების მიმართ. და, რაღა თქმა უნდა, წარმოუდგენელია მისთვის, როდესაც სხვა ლიდერები, განსაკუთრებით აშშ-ს ლიდერი, ასეთ სიტყვებს იყენებს თავის ლექსიკონში, როცა იგი თავის კოლეგაზე [პუტინზე] საუბრობს.

მაგალითისთვის, მე პირადად ვუყურე [ბაიდენის 2021 წლის ინტერვიუს, რომელშიც იგი პუტინს “მკვლელს” უწოდებს] ინგლისურად, იქნებ, თარგმანის შეცდომა იყო. თან, ინგლისური ძალიან ცვალებადი ენაა და ორმაგი მნიშვნელობის მქონე სიტყვებით მდიდარი, ვცადე, რომ ესეც გამეთვალისწინებინა […] მაგრამ ყველაფერი ნათელი იყო.”

რუსულ პროპაგანდისტულ ტელეარხთან საუბრისას თქვა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ პუტინისთვის “მკვლელის” წოდებაზე 2021 წლის ინტერვიუში CNN-თან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share