რეზონანსული გამოდგა პარლამენტის სხდომაზე იუსტიციის ექსმინისტრის და ამჟამინდელი დეპუტატის თეა წულუკიანის გამოსვლა, როცა მან “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვა. საინტერესო ამბები მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა ეს უარყოფითად შეაფასა. ამის შემდეგ ჰარცელი წულუკიანმა პარლამენტში დაიბარა, შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, ეს ჰარცელის პირადი მოსაზრება იყოო, რასაც, თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადებით უპასუხა, რომელშიც ნათქვამია, ელჩი ჰარცელი არ გამოხატავს მხოლოდ “მის პირად აზრს”, არამედ გამოხატავს ევროკავშირის იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლისკენაც, წესით, თქვენი ქვეყანაც მიისწრაფვისო. ამ თემაზე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
გია ხუხაშვილი:
ეს ხომ დაგეშილი მოქალაქეების წახალისება იყო აგრესიული თავდასხმებისკენ? წულუკიანის ამპარტავნება გამოჩნდა იმაშიც, რომ ჯერ ელჩი დაიბარა, შემედეგ ამტკიცა, ეს მისი პირადი განცხადება იყოო. ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ინტერვიუში თქვა, რომ საოცარი გუნდი დატოვა ხელისუფლებაში. მინდა მივულოცო, შეუძლია იამაყოს, რომ დატოვა წულუკიანი, რომლის წყალობითაც სეირები არ მოაკლდება. ”
“კვირის პალიტრა”