რუსმა დიქტატორმა პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, აგრესიის შემთხვევაში გამოიყენოს ბირთვული იარაღი, მათ შორის, იმ შემთხვევაში თუ მტერი კრიტიკულ საფრთხეს შექმნის ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით.
„რუსეთი ბირთვულ იარაღს ასევე გამოიყენებს ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაშიც,“ – თქვა პუტინმა.
რყსი დიქტატორის თქმით, ბირთვული ტრიადა რჩება რუსეთისა და მისი მოქალაქეების ყველაზე მნიშვნელოვან უსაფრთხოების გარანტად და მსოფლიოში სტრატეგიული პარიტეტისა და ძალთა ბალანსის შენარჩუნების ინსტრუმენტად.
„ ვხედავთ, რომ არსებული სამხედრო და პოლიტიკური ვითარება მუდმივად იცვლება. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ეს გავითვალისწინოთ, მათ შორის, არის რუსეთისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის სამხედრო საფრთხეებისა და რისკების ახალი წყაროების გაჩენა. ნათლად არის აღწერილი რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე გადასვლის პირობები. ჩვენ განვიხილავთ ასეთ შესაძლებლობას უკვე მაშინ, როდესაც მივიღებთ სანდო ინფორმაციას საჰაერო კოსმოსური თავდასხმის საშუალებების მასობრივი გაშვებისა და ჩვენი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ. ვგულისხმობ სტრატეგიულ ან ტაქტიკურ თვითმფრინავებს, ფრთოსან რაკეტებს, უპილოტო თვითმფრინავებს, ჰიპერბგერით და სხვა თვითმფრინავებს.“, – აღნიშნა პუტინმა.