ქალაქ ოზურგეთში, მეოთხე საჯარო სკოლის გასწვრივ, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის დასაწყისში, 6 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა – დაახლოებით 48 ბინა – კომენდანტის საათის მოხსნის შემდეგ დაიწყება.
ამის შესახებ „გურიის მოამბეს“ შპს „ივ სინო“ დან აცნობეს.
სწორედ ამ კომპანიამ შეიძინა 132 000 ლარად იქ მდებარე მშენებარე ნაგებობა და იმავე ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას იწყებს.
კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, მშენებარე ობიექტს ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც აშენებული კონსტრუქცია სრულიად ვარგისია და მას შეუძლია 20 სართულიან კონსტრუქციას გაუძლოს.
მშენებლობა ერთ წელიწადში, 2022 წლის დასაწყისში დასრულდება.
როგორც გვეუბნებიან ბინების ფასი იდენტური იქნება ახლა ქალაქ ოზურგეთში არსებულ ფასებთან.
მაგალითისათვის თუ ორ ოთახიან ბინას ოზურგეთში შეიძენთ 20 ათას აშშ დოლარად, ახალ აშენებულ კორპუსშიც ფასები იგივე იქნება.
კომპანიას ბიზნესმენი თიმურაზ არუნაშვილი ფლობს, რომელიც მშენებლობებს კურორტ შეკვეთილში , როგორც ფიზიკური პირი, ისე ახორციელებს.
გთავაზობთ სამშენებლო კორპუსის მაკეტს.