საქართველოში წყვილი ხოხობი 1000 ლარი ღირს – „ბევრმა არც იცის რა ფრინველია“

„საქართველოში წყვილი ხოხობი 1000 ლარიც ღირს“ – როგორც სენაკის რაიონში მდებარე ფერმის დამფუძნებელმა, მურმან გვასალიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, საქართველოში ეს იშვიათი ფრინველი განსაკუთრებულად დიდი მოთხოვნით არ სარგებლობს.

„საქართველოში წყვილი ხოხობი 1000 ლარიც ღირს. ბევრმა არც იცის რა ფრინველია, მაგრამ ვისაც ეგზოტიკური ფრინველები იზიდავს და ამისი საშუალებაც აქვს, ყიდულობენ, თუმცა დიდი მოთხოვნით არ სარგებლობს“ – განაცხადა მან.

ხოხბების ფასები შემდეგნაირია:

 

  • ყურებიანი ხოხობი – წყვილი 1000 ლარი
  • სვაინოს ხოხობი – წყვილი 900 ლარი
  • ოქროს ხოხობი – წყვილი 250-350 ლარი
  • ნეპალის ხოხობი – წყვილი 700 ლარი
  • სამეფო ხოხობი 3-1 ზე – 700 ლარი
  • ბაჯაღლო ხოხობი – წყვილი 350 ლარი
  • ვერცხლის ხოხობი – წყვილი 200 ლარი

„ფერმა სენაკში“ 4 წლის წინ, 2020 წელს დაფუძნდა. ის 300 კვადრატზე არის გაშენებული და მასში დაახლოებით 100 ფრთა ფრინველი ცხოვრობს. როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, ორიენტირებულია არა მათ რაოდენობაზე, არამედ ჯიშების მრავალფეროვნებაზე.

ფერმაში ბინადრობენ როგორც ჩვეულებრივი, ასევე დეკორატიული ფრინველები, რომელთა შორის არიან: არაოკანა, რომელიც ლურჯ კვერცხს დებს, მილფერი, რომელიც მტრედის ზომა იზრდება, აბრეშუმი, რომელსაც ბუმბულის ნაცვლად ბეწვი აქვს, ოქროს ვიანდოტი და ა.შ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share