ოზურგეთს ერთი საარჩევნო უბანი დაემატა – ლაითურის ციხე 250 ამომრჩევლით

ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიამ, პენიტენციალური სისტემის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ლაითურის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საარჩევნო უბანი გახსნა

ეს განცხადება, “გურიის მოამბესთან” საუბარში, ოზურგეთის #60 საოლქო საარჩვნო კომისიის თავმჯდომარემ, ბერდია ლომიძემ გააკეთა:

“საუბარია დაახლოევით 250 მდე ამომრჩეველზე, ვინაიდან ახმის უფლების მიცემის მქონე პირდა რაოდენობამ გადააჭარბა 50-ს, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ჩვენ ვალდებულნი ვიყავით ეს გადაწყვეტილება მიგვეღო, საუბარია დაახლოებით 171 დროებით თავისუფლება შეზღუდულ პირსა და 70 მდე დაწესებულების პერსონალზე” გვითხრა ლომიძემ.

შესაბამისად, დღეიდან ოზურგეთში 45 ის ნაცვლად 46 საარჩევნო უბნი იქნება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share