“ოცნება ცდილობს, რომ განხეთქილება შეიტანოს ოპოზიციურ ერთობაში”- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში:
“ქართული ოცნება რა თქმა უნდა ცდილობს, რომ განხეთქილება შეიტანოს ოპოზიციურ ერთობაში. ამას ის დიდი ხანია ცდილობს და არ გამოსდის. როდესაც მაგალითად კობახიძე აკეთებს განცხადებას, რომ ჩვენ ვიცით 20 ადამიანი, რომელიც გამოიყენებს საკუთარ მანდატს, რა თქმა უნდა ასეთ ბოდვას ოპოზიცია აყვება და დაიწყებს ძებნას ერთმანეთში, ვინ შეიძლება იყოს ეს, ეს რა თქმა უნდა ოპზიციაში ბზარს შეიტანს…
ვისურვებდი, რომ ის ოპოზიციური ერთობა, რომელიც დღეს არის, იყოს მაგალითი ჩვენი ამომრჩევლისთვის, რომ დაინახონ, როგორი იქნება კოალიციური მმართველობა სხვადასხვა პარტიის ხელისუფლების პირობებში. ჩვენ თუ ოპოზიციურ ფლანგზე ვახერხებთ ერთმანეთთან თანამშრომლობას და სხვადასხვა იდეით ვუტევთ ქართულ ოცნებას, ეს არის ნორმალური პროცესი.”- განაცხადა სამნიძემ.