ასევე არავინ არაა ოზურგეთის კულტურისა და ჯანდაცვის ცენტრებში
“ქართულმა ოცნებამ” საჯარო მოხელეებისგან დაცალა გურიაც. მოქალაქეები სერვისებს ვეღარ იღებენ. ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში “ოცნების” პარტიული ღონისძიების გამო ყველა საჯარო უწყება ცარიელია. გუბერნიასთან, გამგეობებთან და საჯარო დაწესებულებებთან კი დაცვის პოლიცია დააყენეს, რათა იქ ვერავინ შესულიყო.
მაგალითად, გურიის გუბერნიაში, სადაც 250-მდე თანამშრომელი მუშაობს, მხოლოდ 18 კაცი აღმოჩნდა. ადგილზე არა მარტო უწყებების ხელმძღვანელები, არამედ მათი მოვალეობის შემსრულებლებიც კი არ იყვნენ.
“ქართული ოცნება” დღეს საარჩევნო შეხცვედრას თბილისში გამართავს. თავისუფლების მოედანზე მზადება უკვე დასრულებულია, იქ უკვე მიიტანეს ბიძინა ივანიშვილის აკვარიუმიც, საიდანაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ხალხს მიმართავს.
“ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი შეკრების გამო, დედაქალაქი დილიდან პარალიზებულია. თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი სრულად გადაკეტილია.