კოშმარი ახდა – არჩევნები გაყალბდა – კაკაბაძე

ახლა არის სიტუაცია, როცა ყველა უნდა გავერთიანდეთ და დავდგეთ პრეზიდენტის გვერდით, რომელიც არის ჩვენი სახელმწიფოს მეთაური” – ამის შესახებ მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

კაკაბაძის თქმით, საქართველოში არჩევნები გაყალბდა – “ცოტა ადამიანს სჯეროდა, რომ ეს კოშმარი ახდებოდა, თუმცა ველოდით“.

”ჩემი მეგობრები იყვნენ სახელმწიფო დეპარტამენტიდან ჩამოსულები, ეუთოს მისიაში  და  გაოგნებულები იყვნენ  იმ გაყალბებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში. ძალიან შეშფოთებული რეაქცია იყო იმავე დღეს, როგორც კი დაინახეს ეს მრავალრიცხოვანი დარღვევები, რომელიც იყო საარჩევნო უბნებზე. პირველ რიგში, დაინახეს ქაღალდი, რომელიც გამჭვირვალე იყო და ყველა ხედავდა, დაინახეს ის, რომ იყო ძალადობა, დაინახეს ფულის დარიგება და აგრეთვე არჩევნებში იყენებდნენ არარეგისტრირებულ ID-ებს. ცოტას სჯეროდა, რომ ეს კოშმარი ახდებოდა, თუმცა ველოდით ამ კოშმარს. 

ახლა არის სიტუაცია, როცა ყველა უნდა გავერთიანდეთ და დავდგეთ პრეზიდენტის გვერდით, რომელიც არის ჩვენი სახელმწიფოს მეთაური. ზვიად გამსახურდიას მერე არ გვყოლია ასეთი ძლიერი სახელმწიფოს მეთაური, ამხელა წინააღმდეგობის, საშინელი ზეწოლის მიუხედავად, პრაქტიკულად, ომშია და ასე უძღვება,”- ამბობს ირაკლი კაკაბაძე. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share