“საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იპარავენ, რომლის უკანაც რუსული იმპერიალიზმი დგას” – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პლატფორმა X-ზე წერს.
ევროპელი პოლიტიკოსის განცხადებით, რუსეთის მიზანი აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის განადგურებაა.
“უბრალოდ დავაკვირდებით თუ ბოლოს და ბოლოს გავიღვიძებთ?” – წერს მიხაელ როთი.
უკრაინა გამანადგურებელი ომის წინაშე დგას, მოლდოვა – ჰიბრიდული ომის წინაშე. საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იპარავენ. ამ ყველაფრის უკან რუსული იმპერიალიზმი დგას. მას სურს გაანადგუროს ახალგაზრდა დემოკრატიები აღმოსავლეთ ევროპაში. უბრალოდ დავაკვირდებით თუ ბოლოს და ბოლოს გავიღვიძებთ?“ – წერს როთი.