შემოქმედის ციხე
.
„შემოქმედის ციხე გამოსახულია ალექსანდრე მეფის 1737 წლის რუქაზე, როგორც მისი საძირკველის ნაშთებიდან ჩანს, დიდი ზომის ციხესიმაგრე ყოფილა. ციხეს მაღალი გალავანი ჰქონდა, რომელშიაც მოქცეული იყო დიდი ფართობი, მონასტრის ახლანდელი ქვემო და ზემო ეზოები.
ციხეს ორი შესასვლელი ჰქონია ერთი დიდი ჭიშკარი დასავლეთიდან და მეორე – მცირე კარი სამხრეთით, სადაც ასვლა ჩამოსვლა მხოლოდ კიბით შეიძლებოდა. ციხე წაბლის უღრან ტყეში იდგა და თითქმის მიუვალი იყო სამი მხრიდან. XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე ხელახლა გაამაგრა და თავის რეზიდენციათ აქცია ქაიხოსრო გურიელმა. 1820 წელს რუსთა მიერ გურიაში აჯანყების ჩაქრობის შემდეგ ციხის კედლები ერმოლოვის ბრძანებით საძირკვლამდე დაანგრიეს, დარჩა მხოლოდ გალავნის მცირე ნაწილი, აღმოსავლეთისა და სამხრეთისაკენ კოშკების საფუძლვლით. ციხეში მრავალი შენობა ყოფილა; ციხის ერთ-ერთ კოშკში ქაიხოსრო ბატონიშვილი ცხოვრობდა. შემოქმედის ციხე მთავრის საკუთრება იყო XVIII საუკუნის მიწურულამდე.“
.
ქველი ჩხატარაიშვილი გურიის სამთავრო (1959 წელი)
შემოქმედის ციხე და მონასტერი ალექსანდრე III-ის რუკის ევროპულ ასლზე
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა