408 მილიონი ლარი 9 თვეში – ,,ქართული ოცნება” ბიუეჯეტის ხარჯზე შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასებს ყოვეწლიურად ზრდის. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა, 2024 წლის ბოლოს შტატგარეშეების ანაზღაურებამ, ჯამში, 540 მილიონს გადააჭარბოს, ეს თანხა კი წინა წელთან შედარებით 43 მილიონი ლარით მეტია.
ვის უხდის ხალხის ჯიბიდან ნახევარ მილიარდ ლარს საქართველოს მთავრობა? ხელისუფლება მალავს ინფორმაციას, რა პოზიციაზე ჰყავს დასაქმებული შტატგარეშე თანამშრომლები. ბიუეჯეტის შესრულების ანგარიშში არ არის მითითებული, რამდენი შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობს სამინისტროებში, სსიპებსა თუ აიპებში. ეს, ძირითადად, პარტიის აქტივისტები არიან, რომლებიც არაფერს აკეთებენ და ფულს ხალხის ჯიბიდან უხდიან.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ,,ქართული ოცნება” შტატგარეშე თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია არ ასაჯროებს. მათი რაოდენობა განსაკუთრებით წინაარჩევნო პერიოდში იზრდება, რაც აჩენს ეჭვს, რომ ივანიშვილის გუნდი გადასახადების გადამხდელების ფულით ცდილობს ამომრჩევლის მოსყიდვას და არჩევნებში მათი დახმარებით ხალხის ხმების მიბილიზებას.