“არსად დამალვას არ ვაპირებ, ბრძოლის დროა” – დავით კირთაძე

დავით კირთაძე, რომელმაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა ამბობს, რომ “არსად დამალვას” არ აპირებს და მზად არის, შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვებს უპასუხოს.

ამის შესახებ კირთაძე “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში განაცხადა.

“ეს იყო გულწრფელი პროტესტი, სოლიდარობა იმ ქართველი ხალხის, სტუდენტების მიმართ, რომლებსაც კალანდარიშვილმა წაართვა ხმა. თქვენ ნახეთ თვალახვეული კალანდარიშვილი, რომელიც მთელი საარჩევნო პერიოდში ზუსტად ასე თვალახვეული
იყო და ვერ ხედავდა არჩევნების დღეს ვერც ცემა-ტყეპას, ვერც დარღვევებს, მოსყიდვას, დაშინებას, რაც არჩევნების დღეს ხდებოდა, ამიტომ მე საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ დღეს არის ბრძოლის დრო, რათა ჩვენი საქართველო გარუსებისგან გადავარჩინოთ.” – განაცხადა დავით კირთაძემ.

ცესკოს შეფმა მელნის შესხმის გამო, კირთაძეს პოლიციაში უჩივლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოპოზციონერ ლიდერზე გამოძიება სისხლის სამართლსი მუხლით, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საღებავის შესხმაზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სსკ-ის 118-ე მუხლი სასჯელის სახით პატიმრობასაც ითვალისწინებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share