„საქართველოს დემოკრატიისგან დაშორება ანადგურებს მის ერთ-ერთ ძირითად საყრდენს: პრესის თავისუფლებას“ – RSF

“საქართველოს დემოკრატიისგან დაშორება ანადგურებს მის ერთ-ერთ ძირითად საყრდენს: პრესის თავისუფლებას” – საერთაშორისო მედიაორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) საქართველოში აქციებზე ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლასა და ძალადობას ეხმიანება და ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის ცხრა პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, ანგარიშსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში მედიის უკიდურესი პოლარიზაცია, მზარდი რეპრესიული კანონმდებლობა და სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა ხელს უშლის ჟურნალისტებს მშვიდად მუშაობაში.

“სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტები ხშირად გამოიყენებიან ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სამოქალაქო ჯგუფებისა და მედიების დისკრედიტაციისთვის. ეს მტრული გარემო და დაუსჯელობა, რომლითაც დაშინებასა და ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები სარგებლობენ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოქალაქეების უფლებას, მიიღონ სანდო ინფორმაცია,” – წერს ორგანიზაცია.
RSF-ის ინფორმაციით საქართველოში პრესის თავისუფლების ასეთი გაუარესების შესახებ ახალ ანგარიშშია საუბარი, რომელიც RSF-ისა და ცხრა სხვა პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაიწერა. მოხსენება, 2024 წლის 1 და 2 ოქტომბერს, საქართველოში პარტნიორების ბოლო ვიზიტის შემდეგ დაიწერა.

 

“მუქარა, შევიწროება, შეურაცხყოფა, შეურაცხმყოფელი სასამართლო პროცესები, თვალთვალი… ჩვენ ვართ ჟურნალისტებზე მზარდი მუქარების მოწმე, როგორც ეს აღწერილია ამ მოხსენებაში. ამ შოკისმომგვრელი მოვლენებისა და პრორუსული დეზინფორმაციული კამპანიების ფონზე, RSF-ი მოუწოდებს დემოკრატიული ცვლილებებისთვის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა – განსაკუთრებით პარტია “ქართულმა ოცნებამ”, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია – უნდა გასცეს გარანტიები, რომ უნდა უზრუნველყონ პატივი სცენ ქვეყნის ვალდებულებებს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სანდო ინფორმაციის მიღების უფლებაზე,” – წერს RSF-ი.
ასევე, RSF-ი მოხსენებაში წერს, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონი რუსეთის კანონმდებლობიდანაა კოპირებული. ორგანიზაცია და მისი პარტნიორები კი რეკომენდაციას უწევენ ამ კანონის გაუქმებას.

 

“დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა, რომელთა ბედი საკანონმდებლო არჩევნების შედეგებზე იყო დამოკიდებული და რომლებიც RSF-სა და მის პარტნიორებს შეხვდნენ, გამოხატეს დაუცველობის ძალიან ძლიერი განცდა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც კოპირებულია რუსეთის კანონმდებლობიდან, განსაკუთრებით საფრთხეს უქმნის როგორც ამ საშუალებებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. RSF-ი და მისი პარტნიორები რეკომენდაციას უწევენ ამ კანონის გაუქმებას, რომელიც არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს და გაყინავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს,” – წერია ორგანიზაციის მოხსენებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share