როგორ გაგრძელდება პროტესტი? – ოპოზიციური პარტიის ლიდერები “ძლიერი საქართველოს” ოფისში იკრიბებიან

პროდასავლური ოპოზიციური პარტიის ლიდერები ”ძლიერი საქართველოს” ოფისში იკრიბებიან. შეხვედრის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, როგორ და რა ფორმით გაგრძელდება პროტესტი.

სავარაუდოა, რომ თბილისში საპროტესტო ტალღის ახალი კერები გაჩნდეს და ევროპული მომავლის დამცველებმა ხელახალი არჩევნების დანიშვნა სხვადასხვა ლოკაციიდან მოითხოვონ.

”ჩვენ რა გეგმაც გვაქვს, გვინდა, მაქსიმალურად, გაზიარებული იყოს ყველა მხარეს და ამიტომ გვაქვს დღეს ეს შეხვედრა, სადაც ჩამოვყალიბდებით, რას ვაპირებთ უახლოეს დღეებში. რა თქმა უნდა, ჩვენი მოსაზრებები და მონახაზები გვაქვს, უბრალოდ, ახლა ყველა ერთმანეთის აზრს გავიზიარებთ და ჩამოვყალიბდებით”, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share