Bloomberg ანონიმურ დასავლურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინამ პირველად მიიტანა სარაკეტო იერიში ბრიტანული Storm Shadow-ს ფრთოსანი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კურსკის რეგიონზე. სააგენტო არ აკონკრეტებს კონკრეტულად რა იყო სამიზნე.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, გუშინ, 19 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ პირველად დაარტყა რუსეთს ამერიკული ATACMS-ის რაკეტებით და დარტყმა წარმატებული იყო.
ეს ყველაფერი კი მას შემდეგ, რაც 17 ნოემბერს NYT-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენმა უკრაინას შორი რადიუსის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცა.