”ახლა შევეცდებით, რომ ეს სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ და ისეთი (რედ. – საპრეზიდენტო) კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მართლა ბევრი კანდიდატის შესახებ უკვე გვიმსჯელია გუნდის შიგნით.
ჩვენ უფრო ადრე შეიძლება გავახმოვანოთ საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ.
ამიტომ შევეცდებით, რომ თარიღის გამოცხადებასთან ძალიან ახლო და შემჭიდროებულ ვადებში ვისაუბროთ ჩვენს პრეზიდენტობის კანდიდატზე.