რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის განახლებული ბირთვული დოქტრინის დებულებების შესაბამისად, უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა რუსეთის ფედერაციაზე განხორციელებული თავდასხმის ტოლფასი იქნება. მედვედევმა შესაბამისი განცხადება „ტელეგრამ“ არხზე გაავრცელა.
„კიევის რეჟიმისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის საფრთხე შეიძლება ჩაითვალოს რუსეთთან ბირთვული კონფლიქტისთვის მომზადებად. ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების მე-19 პუნქტის შესაბამისად, ასეთი იარაღის ფაქტობრივი გადაცემა შეიძლება გაიგივდეს ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმის აქტთთან“, – აღნიშნა მედვედევმა.
გასულ კვირას New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირის ვარაუდით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, შესაძლოა, უკრაინას ბირთვული იარაღის გადასცეს, თუმცა არსებობს შიში, რომ ასეთ ნაბიჯს სერიოზული შედეგები მოჰყვება.