აშშ-ის ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “კონგრესის ორპარტიული ხელმძღვანელობა ქართველი ხალხის გვერდით დგას“.
“ქართველები აგრძელებენ ბრძოლას ძალადობისა და რეპრესიების პირობებში“, – წერია განცხადებაში.
კონგრესის ორპარტიული ხელმძღვანელობა ქართველი ხალხის გვერდით დგას, რადგან ისინი აგრძელებენ ბრძოლას ძალადობისა და რეპრესიების პირობებში საკუთარი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის გადასარჩენად, – წერია განცხადებაში.