მომღერალმა გიორგი უშიკიშვილმა საკუთარი სასტუმრო დახურა. როგოც მან გადაცემა განაცხადა, ბოლო 2 თვეა 1 სტუმარიც კი არ ჰყოლია და იძულებული გახდა ის ადამიანები, რომლებიც დასაქმებული ჰყავდა, სახლში გაეშვა.
მისივე თქმით, სასტუმროები, რომლებსაც ღვინის ბიზნესი არ გააჩნია, განაგურების პირას არიან.
”ვიღაცას ჰგონია, რომ სასტუმრო დაკეტვა არაფერია, გაიღება და დაიკეტება, რა პრობლემაა, მაგრამ ამაზე ძალიან ბევრი რამეა მიბმული. ყველას და უმეტეს ჩვენგანს ასეთი ობიქეტები საბანკო სესხებით გვაქვს გაკეთებული. ახლა ბანკს მივმართე და შევაჩერე გადახდები, რადგან ბოლო 2 თვეა სტუმარი არ მყოლია. 15 ადამიანი მყავდა დასაქმებული და სახლში გავუშვით.
საბოლოო ჯამში, ბანკებსაც სერიოზული პრობლემები შეექმნებათ, რადგან ფიზიკურად გადამხდელიც აღარ ეყოლებათ.
სასტუმროები, რომლებსაც ღვინის ბიზნესიც არ გაგვაჩნია, განაგურების პირას ვართ. მე ძალიან მენანება ჩემი წინაპრების აგილზე გაკეთებული ბიზნესის გაყიდვა რომ მიმიწიოს, განაცხადა უშიკიშვილმა.