ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.
“კონკრეტული მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირის ლიდერებმა, შესაძლოა, განიხილონ საგარეო პოლიტიკის კონკრეტული საკითხები, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ევროკავშირი ავრცელებს.
ამასთან, ევროკავშირის ლიდერები დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინასთან, ახლო აღმოსავლეთთან, მიგრაციასა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელებენ. შეხვედრაზე დასასწრებად ბრიუსელში უკვე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.