ცნობილია 30 ქართული კომპანიის დასახელება, რომელსაც თავისუფალი ბიზნესის საპროტესტო მოთხოვნებში საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია

ცნობილია იმ 30 ქართული კომპანიის დასახელება, რომელსაც თავისუფალი ბიზნესის საპროტესტო მოთხოვნებში საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

Freebusiness-ზე გრაფაში “ჯერ არ დაუფიქსირებია” აღნიშნული კომპანიების დასახელება ქვეყნდება, რომელთა შორის არის “ვისოლი” “სილქნეტი”, “ნიკორა”, “კარფური”, “აგროჰაბი”, “არქი”, “2 ნაბიჯი”, “გუდვილი” … სრული ჩამონათვალი შეგილიათ იხილოთ აქ.

ეს ის მსხვილი კომპანიები არიან, რომლეთაგანაც საზოგადეობა პოზიციის დაფიქსირებას ელოდა.

პლატფორმის დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ამ კომპანიებმა უარი განაცხადეს.

საზოგადოებას კი უკვე შეუძლია გაიგოს, იმ 1100-ზე მეტი კომპანიის შესახებ, ვინც შეუერთა ახალი არჩევნებისა და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნას. თავისუფალი ბიზნესის პროტესტს შეუერთდა ჰიპერმარკეტი “გორგიაც”, ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა რომლის მისამართითაც ბოლო დღეებში საზოგაოდების პროტესტი განსაკუთრებით გამძაფრდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share