დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაბადების დღეა – “ვივა მედთან” მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ.
სიმბოლურად ამ ფორმით, სააკაშვილის თანამებრძოლებმა ყოფილ პრეზიდენტს გარედან მიულოცეს დღევანდელი თარიღი და გააპროტესტეს მისი პატიმრობაც.
“ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ სააკაშვილი რეჟიმს პუტინის დავალებით ჰგავს დატყვევებული და მისი პატიმრობით ცდილობენ, პოლიტიკური სიმშვიდე შეინარჩუნონ.
პრეზიდენტი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას გაუხსნა გზა ევროპისკენ, დღეს იდევნება სწორედ იმ რეფორმაციული მიღწევებისთვის, რაც განხორციელდა ვარდების რევოლუციის შემდეგ. ჩვენ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დავასრულოთ, ეს ეროვნული სირცხვილი უნდა დავასრულოთ და ქვეყანა უნდა დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე”, – ამბობს თინა ბოკუჩავა.