დიდებული ბრძოლის და თავდადების მომსწრე ვართ.
ჩვენს თვალწინ დაიბადა ახალი, თანამედროვე, მოაზროვნე
საზოგადოება, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია. ვაფასებ მათ მაღალ მოქალაქეობრივ თავდადებას.
ბევრი რამ უსამართლო მესმის, მაგრამ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პასუხს შეგნებულად თავს ვარიდებ, ამის დროც მოვა, თავისუფლებაზე ყოფნისას მექნება ამის შესაძლებლობა.
მანამდე კი, ყოველი მებრძოლის გვერდით ვხედავ ჩემს თავს, რადგან ახლა რამაც გაერთიანა ქართველი ხალხი, ამ იდეას ჩავუყარე საფუძველი და მისი დაკარგვის საფრთხემ, სიცოცხლის რისკის ფასად, დამაბრუნა სამშობლოში.