პულიცერის პრემიის 20 მფლობელის ისტორიული ფოტოები

პულიცერის პრემია უმაღლესი ჯილდოა, რომლითაც ბეჭდურ ჟურნალისტიკაში მოღვაწე ადამიანებს ყოველწლიურად აჯილდოებენ.

პრემია გაიცემა კატეგორიებში ჟურნალისტიკის, ხელოვნებისა და მწერლობის განხრით. ჟურნალისტიკაში ჯილდო მხოლოდ აშშ-ში გამომავალ გაზეთებსა და ყოველდღიური ახალი ამბების ორგანიზაციებში დაბეჭდილ ან გამოცემულ რეპორტაჟებსა და ფოტოებს ენიჭება.

წარმოგიდგენთ 20 პულიცერის პრემიის მფლობელ ისტორიულ ფოტოს.

“ცურვა გადარჩენისთვის”, 1966 წელი – დევნილი ოჯახი სამხრეთ ვიეტნამიდან საომარ მოქმედებებს მდინარის გადაცურვით გაურბის. ფოტოს ავტორმა, კიოჩი სავადამ პრემიის ნახევარი ფოტოზე აღბეჭდილ ადამიანებს მისცა.

“რწმენა და თავდაჯერებულობა” – ფოტო 1958 წელს ვაშინგტონშია გადაღებული, აღლუმზე პოლიციელი ორი წლის ბავშვს ფოიერვერკებთან ახლოს მისვლას მისივე უსაფრთხოებისთვის უშლის. ფოტოს ავტორი – მორის კულინეინი

“დახმარება პადრესგან” – ჰექტორ რონდონის ფოტოში ცეცხლის ხაზზე გამოსული კათოლიკე მღვდელი დაჭრილ ჯარისკაცს იცავს, ფოტო კარაკასში, 1963 წლის შეიარაღებული აჯანღების პერიოდშია გადაღებული.

“ომის საშინელება”, 1973 წელი – ფოტოს ცენტრში 9 წლის ვიეტნამელი ბავშვია, რომლის სოფელს სამხრეთვიეტნამელები ნაპალმით წვავენ, ავტორმა, ნიკ უტმა, ბავშვი ჰოსპიტალში წაიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა.

“კორეტა სკოტ კინგი”, 1969 წელი – მონეტა სლიტ ჯუნიორის ფოტოზე მარტინ ლუთერ კინგის ქვრივს, კორეტა სკოტ კინგს და მათ შვილს, ბერნისს ვხედავთ.

“სახანძრო კიბის ნგრევა”, 1976 წელი – ცეცხლწაკიდებული სახლის სახანძრო კიბე მაშინ ჩამოინგრა, როდესაც მასზე 19 წლის ქალი და მისი ორი წლის ნათლული იმყოფებოდნენ. ჩამოვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა, ხოლო მის სხეულზე დაცემული ბავშვი გადარჩა. ავტორი – სტენლი ფორმენი

“სახლში დაბრუნება”, 1944 წელი, ერლ ბანკერის ფოტოზე 16 თვიანი სამხედრო სამსახურიდან დაბრუნებული ლეიტენანტს მატარებლის სადგურზე ოჯახი ხვდება.

“სამაშველო სამუშაოები პიტ რივერის ხიდზე”, 1954 წელი – ფოტოს ავტორი ვირჯინია შაუ პირველი ქალი ფოტოგრაფი გახდა, რომელმაც პულიცერის პრემია მიიღო.

“დევნილები დანგრეული ხიდით კორეას ტოვებენ”, 1951 წელი – ფოტო მაქს დესფორმა კორეის ომის დროს ფხენიანის მიდამოებში გადაიღო.

“დროშის აღმართვა ივო ჯიმას თავზე”, 1945 წელი, ავტორი ჯოზეფ როზენტალი

“ტრაგედია ზღვის პირას”, 1955 წელი – ჯონ ლ. გონტის ფოტოს გმირები არიან მშობლები, რომელთაც გაიაზრეს, რომ შვილი ზღვაში დაეხრჩოთ.

“რუბი ესვრის ოსვალდს”, 1964 წელი – სასამართლო დარბაზიდან გამოსული, პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობაში ბრალდებული ლი ჰარვი ოსვალდი ცეცხლსასროლი იარაღით ღამის კლუბის პატრონმა, კენედის მხარდამჭერმა, ჯეკ რუბიმ მოკლა. გასროლის მომენტი ფოტოგრაფმა გადაიღო რობერტ ჰილ ჯექსონმა.

“ხოსე როდრიგესის აღსარება”, 1960 წელი, – ხოსე როდრიგესი იმ ათასობით სიკვდილმისჯილს შორის იყო, რომლებიც ფიდელ კასტროს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დახვრიტეს. სიკვდილის წინ როდრიგესი მღვდელს აღსარებას ეუბნება. ფოტოს ავტორი ენდრიუ ლოპესი

“მკვლელობა ტოკიოში”, 1961 წელი, – 3000 ამომრჩევლის თანდასწრებით ულტრანაციონალისტი სტუდენტი, სოციალისტური პარტიის ლიდერს, ინეჯირო ასანამურას ხმლით თავს დაესხა და მოკლა. ადგილზე ფოტოგრაფი იასუში ნაგაო იმყოფებოდა.

“წყალი!”, 1943 წელი, – სამაშველო ნავზე მყოფი მეზღვაური წყალს ითხოვს. ფოტოს ავტორი ფრენკ ნოელი გემის ტორპედოთი ჩაძირვის შემდეგ თავადაც მეორე სამაშველო ნავზე იმყოფებოდა.

“დახვრეტის რაზმი ირანში”, 1980 წელი, – ჯაჰანგირ რაზმის ფოტოზე აიათოლა ხომეინის მხარდამჭერები 11 წარმოშობით ქურთ ირანელს ხვრეტენ.

“სერიოზული ნაბიჯები”, 1962 წელი, – პოლ ვათისმა მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს – ჯონ კენედის და დუაით ეიზენჰაუერს ფოტო ზურგიდან გადაუღო. პოლიტიკოსები კარიბის კრიზისის პერიოდში შეხვდნენ ერთმანეთს.

“სასიკვდილო ნახტომი ცეცხლწაკიდებული სასტუმროდან”, 1947 წელი, – სასტუმრო “უაინკოფში” გაჩენილ ხანძარს 119 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ფოტოს ავტორი ჯორჯია ტეჩი.

“ადლაი სტივენსონი”, 1953 წელი – უილიამ გალაჰერის მიერ გადაღებულ ფოტოზე პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს, ადლაი სტივენსონს, ფეხსაცმლის ძირზე დიდი ნახვრეტი უჩანს. ფოტოს გავრცელების შემდეგ ამომრჩევლებმა სტივენსონს ათასობით წყვილი ახალი ფეხსაცმელი გაუგზავნეს.

“იარაღიანი ბიჭი და ტყვე”, 1948 წელი, – პოლიციისგან თავის დაღწევის მიზნით 15 წლის ბიჭმა თანატოლი მძევლად აიყვანა. ფოტოს ავტორი ფრენკ კუშინგი

“ტაბულა”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share