გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელი, მიხაილ როთი საქართველოშია.
ამის შესახებ გერმანელმა პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„როგორც იქნა, დავბრუნდი ქალაქში. თბილისი – ევროპის ნამდვილი დედაქალაქი”,- წერს როთი.
ცნობისთვის, როთი საქართველოში რამდენიმე შეხვედრას გამართავს, ის ასევე მივა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებთან.