გავრცელებული ინფორმაციით, დღეს გურიას, თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ეწვევა
არაღიარებული, უკანონო ე.წ. პრეზიდენტი, გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, საკალანდო რიტუალში მიიღებს მონაწილეობას.

ძვირფასო თანამოქალაქეებო, ძვირფასო სტუმრებო, 13 იანვარს 17:00 საათიდან გიწვევთ და გელით ყველას სოფელ შემოქმედში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში –
#ერთად აღვნიშნოთ კალანდა!

17:00 საათი • ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა – გაყიდვა;

ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსები;

კულინარიული მასტერკლასი; გურული ღვეზელის გამოცხობა-დაგემოვნება;

ტრადიციული საკალანდო რიტუალი – აგუნა, ჩიჩილაკის დამზადება და ჭურის მოხდა;

20:00 საათი • ჯგუფ “Reggaeon”-ის კონცერტი;

გმირთა მოედნიდან – სოფელ შემოქმედის მიმართულებით იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოქალაქეებს 17:00 საათიდან, ღონისძიების დასრულებამდე უფასოდ მოემსახურება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ დამდეგ კალანდას!
ნათქვამია ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: