ლუკა ნაცვლიშვილი, რომელმაც ფოთის იზოლატორი გუშინ დატოვა, დღეს ბათუმში აქციაზე დგას

ლუკა ნაცვლიშვილი, რომელმაც ფოთის დროებითი მოტავსების იზოლატორი გუშინ დატოვა, დღეს ბათუმში აქციაზე დგას.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ბრძოლა იქნება იქამდე,ს ანამ ყველა რეჟიმის ტყვე არ გათავისუფლდება და სანამ არ დაინშნება ახალი არჩევნები.

”ყველაფერი საკუთარ თავზე განვიცადე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც გისოსებს მიღმა იმყოფება და არიან ამ რეჟიმის ტყვეები, გაცილებით უფრო თავისუფლები არიან, ვიდრე ეს პოლიციელები, რომლებიც თუნდაც აქ დგანან, ვიდრე მოსამართლეები, რომლებიც მართლა ცირკს ატარებენ სასამართლოში და თითოეული “ოცნების” სამარცხვინო წევრი. აქციები გაგრძელდებ და გაგრძლედება იქამდე, სანამ არ გავიმარჯვებთ. თავისუფლება ყველა რეჟიმის პატიმარს და ასევე ვითხოვ ხელახალ არჩევნებს”, – ამბობს ლუკა ნაცვლიშვილი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share