კომიტეტს ვუთხარი, რომ არ ჩატარდება 2028 წლამდე ახალი არჩევნები, ეს არ მოეწონათ – წულუკიანი

”კომიტეტზე იყო ორი ვარიანტი განხილული, ერთი, რომ ხვალვე ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია გავეშვით ასამბლეიდან, როგორიც იყო ჩვენი ექსტრემისტი ოპოზიციიის და მათი ექსტრემისტი მოკავშირეების სურვილი, ამას ეყარა კენჭი და მეორე ვერსია იყო, რომ ცნობილიყო ანუ რატიფიცირებულიყო ჩვენი უფლებამოსილებები დროებით და სერიოზული დათქმებით.

ამ სერიოზულ დათქმებში არ არის არანაირი სააკაშვილის გათავისუფლება ან დავალება, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარეთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, მაგრამ არის სხვა სერიოზული დათქმები მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რაზეც [Pace-ს მონტორინგის] კომიტეტს ცალსახად ვუთხარი, რომ ეს არ მოხდება – არ ჩატარდება 2028 წლამდე ახალი საპარლამენტო არჩევნები-მეთქი, არ არის დაგეგმული. ეს მათ იციან და ჩემი ეს განცხადება მათთვის სიურპრიზი ვერ იქნება, მათ ეს არ მოეწონათ, მაგრამ ასეთია ჩვენი საერთო პოზიცია, ქართული ოცნების და ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობის პოზიცია, რომ არჩევნები ერთხელ უკვე ჩატარდა და გაიმარჯვა იმან, ვინც გაიმარჯვა.

შესაბამისად, პროცედურა იქნება ახლა შემდეგი: მე მინდა, ჩვენს ექსტრემისტ ოპოზიციას პირველ რიგში მივუსამძიმრო, რომ ჩვენი ხვალ აქედან ყველანაირი მიზეზის გარეშე გაშვების პროექტი ჩაუვარდათ, ყველა იმ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დერეფანი ათია და ყველგან რამდენიმე არიან, მათაც მივუსამძიმრო და ახლა ჩვენ ვიღებთ დროს, განვიხილავთ ამ დათქმებს და უკვე ხვალ, მე შევძლებ როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა რა იქნება პლენარულ სხდომაზე.”

ამბობს თეა წულუკიანი.

ევროსაბჭოს რეზოლუციის ტექსტში, რომელსაც კენჭი 29 იანვარს ეყრება, საუბარია ქართულ ოცნებისადმი ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაზე. ამას გარდა, ამავე დოკუმენტში საუბარია ოცნების დელეგატებზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share