ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საპარტულო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის მეუღლესთან ერთად რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში იმყოფებოდა, მის მეუღლეს აღენიშნებოდა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ტესტის აღების შემდეგ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა და გადაყვანილი იქნა ფოთის ცხელების ცენტრში.
ეს ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმ, არჩილ მჟავიამ დაუდასტურა.
„ურეკის პოლიციის თანამშრომელს და მის მეუღლეს დაუდასტურდათ კორონავირუსი. ისინი მკურნალობას ფოთის ცხელების ცენტრში გადიან. საპატრულო პოლიციის ყველა თანამშრომელი კი თვითიზოლაციაშია გადასული.“- გვითხრა მჟავიამ.
შეგახსენებთ დღეს გურიის რეგიონში კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა.