“ძალიან დასუსტებულია, რამდენიმე დღეში დამოუკიდებლად ვეღარ გავივლიო” – თემურ ქათამაძე იზოლატორში მოინახულეს

“45-დღიანი შიმშილობის შემდეგ, თემურ ქათამაძე ფიზიკურად ძალიან დასუსტებულია. მითხრა, რამდენიმე დღეში დამოუკიდებლად ვეღარ გავივლიო” – ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გახარიას პარტიიდან, აკაკი გვიანიძე სოციალურ ქსელში წერს.

აკაკი გვიანიძე აღნიშნავს, რომ სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ საპროტესტო შიმშილობა სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე მიმდინარეობს.

კვლავ მოვინახულე ჩვენი მედროშე. 45-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ფიზიკურად ძალიან დასუსტებულია, რამდენიმე დღეში დამოუკიდებლად ვეღარ გავივლიო – მითხრა. სიტუაციას უფრო ისიც ამძიმებს, რომ სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე მიმდინარეობს საპროტესტო შიმშილობა.

უფრო მეტი აქტიურობა და ჩართულობაა საჭირო, ჩვენ მას ძალიან ვჭირდებით, მის სოცოცხლეს სერიოზული საფრთზე ემუქრება!

მისი ინფორმაციით, ხელისუფლება ცდილობს დაჩქარებულად მორჩეს სასამართლო პროცესებს და თურქეთში გააძევოს, სადაც მას სამოქალაქო აქტივიზმისა და ქართულ დიასპორაში მუშაობისთვის პატიმრობა ემუქრება.

გუშინდელი აქციისა და მისი მხარდაჭერისთვის უდიდეს მადლობას უთვლის ყველას. სტუდენტებზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა, იტირა, ამაყობს ჩვენი ახალგაზრდებით და ტელევიზორის ეკრანზე ეფერება თითოეულ მათგანს!

იუმორის გრძნობაცარ ტოვებს, შენ გვიანიძე კი არა სწრაფაძე უნდა იყო, ყველაფერს ასწრებო.

თავისუფლება თემურს! თავისუფლება პოლიტპატიმრებს!”. – წერს აკაკი გვიანიძე. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share