“გო­გო­ებს, რომ­ლე­ბიც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ყა­ვით უმას­პინ­ძლდე­ბოდ­ნენ, დახ­ვდნენ სახ­ლთან, ერთს მოს­ტე­ხეს კბი­ლი, და­უ­ზი­ა­ნეს ელენ­თა, მე­ო­რეს მოს­ტე­ხეს ცხვი­რი- როგორ ხდება, რომ “ოცნების“ ქალებიდანაც კი, არცერთი სიტყვას არ ძრავს?”- ნათია ფანჯიკიძე

ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე “კრაბ კო­ფის” დამ­ფუძ­ნებ­ლებ­ზე თავ­დას­ხმას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

“გო­გო­ე­ბის ცე­მა­ზე ახლა არ გა­და­სუ­ლან, პრო­ტეს­ტის პირ­ველ დღე­ებ­ში­ვე იყ­ვნენ ნა­ცე­მი ქა­ლე­ბი, კულ­მი­ნა­ცია იყო ჟურ­ნა­ლისტ ქალს რომ ცო­ტაც და კი­სერს მო­ამ­ტვრევ­და უკ­ნი­დან მი­პა­რუ­ლი ნიღ­ბი­ა­ნი და შემ­დეგ ისე მო­ის­რო­ლა, უფრო დიდი შან­სი იყო, რომ ცო­ცხა­ლი ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და.

ახლა ტე­რო­რის ის სე­რი­აა, ქა­ლებს რომ სახ­ლებ­თან ხვდე­ბი­ან და სცე­მენ. რო­გორ ხდე­ბა ეს, რომ ოც­ნე­ბის ქა­ლე­ბი­და­ნაც კი არ­ცერ­თი სი­ტყვას არ ძრავს ამის შე­სა­ხებ? ყვე­ლას მოს­წონს ეს?

ვი­საც ჯერ არ გა­უ­გია: გო­გო­ებს, რომ­ლე­ბიც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ყა­ვით უმას­პინ­ძლდე­ბოდ­ნენ, დახ­ვდნენ სახ­ლთან, ერთს მოს­ტე­ხეს კბი­ლი, და­უ­ზი­ა­ნეს ელენ­თა, მე­ო­რეს მოს­ტე­ხეს ცხვი­რი, სჭირ­დე­ბა ოპე­რა­ცია,“ – წერს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share