“პროცესი, რომელსაც ახლა ვუყურებთ, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ომია” – ანა რიაბოშენკო

“პროცესი, რომელსაც ახლა ვუყურებთ, არის ომი არამხოლოდ კულტურის სფეროს, არამედ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ” – ამის შესახებ კულტურის მენეჯერმა, ანა რიაბოშენკომ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

კულტურის სფეროში მომუშავე ქალის თქმით, “ქართული ოცნება” რეპრესიული ქმედებებით სტუდენტების დაშინებასა და მათთვის განათლების უფლების ჩამორთმევას ცდილობს.

ეს პროცესი, რომელსაც ახლა ვუყურებთ, არის ომი არამხოლოდ კულტურის სფეროს წინაააღმდეგ, არამედ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ იარაღის გარეშე. ეს არის ომი, როდესაც რეჟიმი ებრძვის ყველაზე ნათელ, ყველაზე ჭკვიან მომავალს, საკუთარი ქვეყნის მომავალს, რომელიც ესე ძალიან ეზიზღებათ. რა უნდა დაგიშავოს საკუთარმა შვილმა, რომ წაართვა მომავალი, ელემენტარული უფლება, რაც არის განათლების უფლება. ამ ბავშვებს აშინებენ”, – ამბობს ანა რიაბოშენკო.

შეგასენებთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ცნობით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.

ისინი სოციალურ ქსელში მეილს აქვეყნებენ, სადაც ნათქვამია, რომ კომისიამ “ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი” განიხილა და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გადაწყვიტა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share