რთული ბრძოლა იქნება ტრამპსა და დიფ სთეითს შორის – კობახიძე

”მშვიდობის დამყარება და დიფ სთეითის დამარცხება ჩვენს რეგიონში არის ერთმანეთთან დაკავშირებული – ზუსტად იმდენად, რამდენადაც შეძლებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დიფ სთეითის დამარცხებას, იმდენად სწრაფად დამყარდება მშვიდობა ჩვენს რეგიონშიც.

თუმცა, თქვენ ხედავთ, რომ დიფ სთეითის წარმომადგენლები ევროპაში უხეშად ეწინააღმდეგებიან მშვიდობის დამყარებას.

ვერ მალავენ კონკრეტული ადამიანები, რომ ისინი არიან მომართული ომისკენ და არა მშვიდობისკენ – ეს არის მათი დაკვეთა.

მთავარი და პრინციპული არის მაინც დიფ სთეითის დამარცხება და ეს იქნება ძალიან რთული ბრძოლა – მათ შორის, პრეზიდენტ ტრამპსა და დიფ სთეითს შორის.

რამდენადაც შეძლებს დიფ სთეითის დამარცხებას, იმდენად გაძლიერდება აშშ, ევროპა და ევროკავშირიც.”

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share