საქართველოში კრიზისიდან გამოსავალია ახალი არჩევნები – ჩეხეთის სენატის კომიტეტის რეზოლუცია

კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია – ამჯერად “ქართულ ოცნებას” ჩეხი პარლამენტარები მოუწოდებენ, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გეგმა მიიღონ.

 

რეზოლუცია საქართველოს შესახებ,  სენატის ზედა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა 12 მარტს მიიღო. დოკუმენტში საუბარია იმ დარღვევებზე რომლის ფონზეც “ოცნებამ” არჩევნები ჩაატარა.

„[არჩევნებმა] ვერ შეძლო პრობლემის გადაჭრა, ვინაიდან ასიათასობით მოქალაქეს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა და პირიქით, ვინც მივიდა არჩევნებზე, მას არ მიეცა კონფიდენციალური არჩევანის გაკეთების საშუალება, მათ წინააღმდეგ იყენებდნენ ზეწოლას და დაშინებას…“ – წერია დოკუმენტში.
ჩეხ პარლამენტარებს არ გამორჩენიათ ივანიშვილის პარტიის არჩევნების შემდეგ  კონსტიტუციის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილებებიც.

 

პოლიტიკური კრიზისი კონსტიტუციურ კრიზისად იქცა – წერია დოკუმენტში.

 

მათი თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებებმა „ფუნდამენტური ეჭვის ქვეშ დააყენა სახელმწიფოს მოქმედი წარმომადგენლები – „პარლამენტი,“ „მთავრობა“ და „პრეზიდენტი“ – ასევე ყველა ის გადაწყვეტილება, რომლებიც ამის შემდგომ იქნა მიღებული“.

რეზოლუციაში ხაზგასმულია ის მეთოდები, რასაც “ქართული ოცნება” საპროტესტო აქციებში მონაწილეებს უპირისპირებს.
ჩეხი პოლიტიკოსები წერენ რომ აქტივისტებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ დაუპირისპირა სისტემატური დაპატიმრებები და დაშინება, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მხრიდან სასტიკი ძალადობა, მოქალაქეთა ფუნდამენტური თავისუფლებების ფეხქვეშ გათელვა, მედიისა და არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური ოპოზიციის მასშტაბური შევიწროება.

რეზოლუციის თანახმად, არ არის გამოძიებული ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ძალადობის, ძალის ბოროტად გამოყენების, წამების, განუკითხავი დაკავებების, მუქარის შემთხვევები.

სენატის კომიტეტი გმობს ქვეყანაში მასობრივ რეპრესიებს და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას.

რეზოლუციის დასკვნით ნაწილი ასეთიასაქართველო დაშორდა იმ ვალდებულებებს, რომლებიც ნებაყოფლობით იკისრა როგორც ევროპის საბჭოს წევრმა და ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ;საქართველოში ღრმა კრიზისის გადაჭრა შეუძლებელია ახალი არჩევნების შესახებ ოპოზიციურ ძალებთან მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებისა და ყველა იმათ პასუხისგებაში მიცემის გარეშე, ვინც საპროტესტო გამოსვლების მიმართ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას;მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობის თაობაზე ეჭვების გათვალისწინებით, კონსტიტუციური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია ახალი საპარლამენტო არჩევნების მოწვევა ნეიტრალური ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეთვალყურეობით და საერთაშორისო დამკვირვებელთა მონაწილეობით, რაც შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად. რეზოლუციაზე ხელმომწერები ითხოვენ: სენატის კომიტეტი ჩეხეთის მთავრობას მიმართავს, მოითხოვოს საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და მათი სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების აღდგენა, არადემოკრატიული კანონების გაუქმება, რომლებიც გავლენას ახდენს მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სიტყვის თავისუფლებაზე.რეზოლუციაზე ხელმომწერები მთავრობას მოუწოდებენ, მოითხოვოს საქართველოს მთავრობისგან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ ძალადობისა და კანონდარღვევის ყველა შემთხვევის გამოძიება.დოკუმენტი ჩეხეთის მთავრობას მოუწოდებს  გააფართოოს იმ პირების სია, რომლებიც სანქციებს ექვემდებარებიან.კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს სენატს, სხდომაზე სტუმრის სახით მიიწვიოს  სალომე ზურაბიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share