პუტინთან სატელეფონო საუბარი იყო ძალიან კარგი და პროდუქტიული – ტრამპი

“ჩემი დღევანდელი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან იყო ძალიან კარგი და პროდუქტიული.

შევთანხმდით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე მთელ ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე, იმ გაგებით, რომ ჩვენ სწრაფად ვიმუშავებთ ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე და, საბოლოოდ, რუსეთსა და უკრაინას შორის ამ ძალიან საშინელი ომის დასასრულებლად. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა! განვიხილეთ სამშვიდობო შეთანხმების მრავალი ელემენტი, მათ შორის ის ფაქტი, რომ ათასობით ჯარისკაცი იღუპება.

პრეზიდენტ პუტინსაც და პრეზიდენტ ზელენსკისაც სურთ, რომ ეს დასრულდეს. ეს პროცესი ახლა სრული ძალითა და ეფექტითაა და ჩვენ, იმედია, კაცობრიობის გულისთვის, ამ საქმეს შევასრულებთ!”

– წერს სოციალურ ქსელ Truth-ზე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share