Kyiv Post-ის ცნობით, ტრამპის და პუტინის საუბრიდან ერთი საათის შემდეგ კიევში აფეთქებებია.
Kyiv Post-ის კორესპონდენტები აფეთქებების შესახებ წერენ, ხოლო უკრაინის ხელისუფლება ადასტურებს, რომ საჰაერო თავდაცვა მუშაობს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 18 მარტის საღამოს, კიევზე დრონების საჰაერო თავდასხმა მიმდინარეობს და საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ. საჰაერო ძალებმა ასევე მოსახლეობა რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხეზე გააფრთხილა.