ვის დაკარგვიხარ და ვის ემახსოვრები ხვალ?- სააკაშვილი ელისაშვილს

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა უღალატა ხალხსა და საკუთარ ამომრჩეველს.

„დღეს მოხდა პირველი გამარჯვება, მაგრამ ახლა არ შეიძლება გაჩერება. საჭიროა სწრაფი მოქმედება, ხალხში გასვლა, მათთან ურთიერთობა და მათ შორის სახელმწიფო აპარატთან.

მოვუსმინე ალეკო ელისაშვილის გამონათქვამებს რომ ამბობდა: „ჩამოვა სააკაშვილი და რას აკეთებთ ხალხოო“ ამაზე რა კომენტარი უნდა გამეკეთებინა არ ვიცოდი. მას აშინებენ ათასგვარი „ბუებით“ და მე მინდა ვუთხრა: „ვის დაკარგვიხარ და ვის ემახსოვრები ხვალ?“ საკუთარი ამბავი თავად გადაწყვიტე იმით, რომ საკუთარ ხალხსა და ამომრჩეველს უღალატე.

ჩვენ სახელმწიფო აპარატს უნდა ვუთხრათ შემდეგი რამ, ყველას მიმართ იქნება პატიოსანი და სამართლიანი მიდგომა, არავის ერთი ღერი თმა არ ჩამოუვარდება თუ რა თქმა უნდა, იცინი არ ჩაერთვებიან სისხლის ღვრასა და რეპრესიებში, იმიტომ რომ გუშინ ღამით ემზადებოდნენ ამისთვის“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share