დარწმუნებით ვიცით, რომ შეთანხმებას, რომლის უკან არაფერი დგას, პუტინი დაარღვევს-სტარმერი

“უსაფრთხოების გარანტიები თუ არ იქნება, სრულიად ნათელია, რომ პუტინი სამშვიდობო შეთანხმებას დაარღვევს“, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

სტარმერის თქმით, პუტინი უკრაინაში ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას დაარღვევს, “რომლის უკანა არაფერი დგას”.

”გასულ შაბათ-კვირას და მანამდე ორი კვირით ადრე, საერთაშორისო პოლიტიკური ლიდერების შეხვედრები გვქონდა, რომლებიც შეიკრიბნენ, რათა მიეღწიათ პოლიტიკური თანხვედრა და კოლექტიური შეთანხმება, რომ ერთად მუშაობა გვჭირდება, რათა უზრუნველვყოთ ნებისმიერი მიღწეული შეთანხმების დაცულობა… სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ სამუშაოს გაკეთება, ვინაიდან, ერთი რამ ვიცით დარწმუნებით, რომ შეთანხმებას, რომლის უკანაც არაფერი დგას, პუტინი დაარღვევს.

ეს ვიცით, ვინაიდან, ეს აქამდე მომხდარა. სრულიად ნათლად მაქვს გააზრებული, რომ ეს კვლავ მოხდება”, – განაცხადა სტარმერმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share