ღარიბაშვილი პირდაპირი მნიშვნელობით ააორთქლეს, – ასე ეხმაურება პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი პოლიტიკიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლას.
გოგიჩაიშვილის განცხადებით, “დღეს “ქართული ოცნების” ძირითადი ღერძი იმ ხალზე დგას, რომლებიც სააკაშვილს სახელმწიფო სტრუქტურებში 2011 წელს ჰყავდა მხარდამჭერებად”.
”დღეს ეს ადამიანი ააორთქლეს პირდაპირი მნიშვნელობით. ეს ადამიანი გარიყულია. ძალიან არაკომფორტულად იყო ამ ხნის განმავლობაში. ამ შემთხვევაშიც, ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა ღარიბაშვილი იმისთვის, რომ ამომრჩეველი მოეტყუებინა, ყოფილ ნაცებზე კი არ ვდგავარ, არამედ ღარიბაშვილიც მყავს. მაგრამ დღეს ეს ღარიბაშვილიც აღარ არის. დღეს “ქართული ოცნების” ძირითადი ღერძი ის ხალხია, რომლებიც სააკაშვილს სახელმწიფო სტრუქტურებში 2011 წელს ჰყავდა მე-2, მე-3, მე-4 ეშელონის მხარდამჭერებად”. – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.