“ერთიანობა ნაციონალური” მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ ალბანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტზე ევროპელი ლიდერების კომუნიკაცია ირაკლი კობახიძესთან, ნათლად აჩვენებს, რომ “ევროპა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გააგებინოს ცივილიზებული მეთოდებით რეჟიმს, რომ დაუბრუნდეს დემოკრატიულობის ჩარჩოებს.“
როგორც ბარამიძემ განაცხადა, “მაკრონის კობახიძესთან საუბარი, თუ ევროკავშირის ელჩების შეხვედრები, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ გონს მოიყვანონ ეს რეჟიმი“
ნათელია, რომ ევროპა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინოს და გააგებინოს ცივილიზებული მეთოდებით ამ რეჟიმს, რომ მისთვის უკეთესი იქნება, მეტ-ნაკლებად მაინც დაუბრუნდეს დემოკრატიულობის ჩარჩოებს. მაკრონის კობახიძესთან საუბარი, თუ ევროკავშირის ელჩების შეხვედრები, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ გონს მოიყვანონ ეს რეჟიმი, რომელმაც პრაქტიკულად ყველა ხიდი დაწვა ჩვენს პარტნიორებთან. მათ პირდაპირ უწოდებენ, რომ არიან მტრები და ქვეყანაში ომი უნდათ. ძალიან სამწუხარო მდგომარეობაში ვართ, როდესაც კვლავ აბსურდებით ცდილობს ეს რეჟიმი, თავისივე ამომრჩეველი მოატყუს, რადგან საღად მოაზროვნე ნაწილს ვეღარ მოატყუებენ,-განაცხადა ბარამიძემ.