„გერმანიის ელჩი მონებს გვეძახის, თუ ეს მიაჩნია ელჩობად, ალბათ საუკუნე შეეშალა“ – ივანიშვილის პაპუაშვილი

აი, ორი სურათი. პირველი გახლავთ ინტერვიუ, სადაც გერმანიის ელჩმა ბანერის  “თავისუფლება მზიას” ფონზე მისცა ინტერვიუ. ეს გახლავთ ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის პირდაპირი დარღვევაა. მეორე სურათი, სადაც ის ასევე ბანერით რაღაც სიგნალებს გვიგზავნის, როგორც ჩანს, სადაც წერია “მონა” და ელჩი ამის ფონზე პოზირებს და ფაქტობრივად ამ მესიჯს უგზავნის მათ, ვისაც რადიკალები ამ სიტყვით მიმართავენ. მიმართავენ ქართულ ოცნებას, ამომრჩეველს, 1 020 000 ადამიანს, ეს გახლავთ გერმანიის კონსტიტუციის დარღვევა. როდესაც გერმანიის ელჩის ასე იქცევა, რომ ის არღვევს ვენის კონვენციას, გერმანიის კონსტიტუციას, ის ამ პერფორმანსით და გამოჩენით მონებს ეძახის ხელისუფლების წარმომადგენლებს, 1 020 000 ადამიანს. ეს მე რამდენიმე ხნის წინ საჯაროდაც ვთქვი და ერთი სიტყვაც არ დაუძრავს იმაზე, რომ წუხს, შეიძლება არ იცოდა რა ეწერა და ახლა ინანიებს, მაგრამ რახან ამაზე სიტყვა არ დაუძრავს, ესე იგი ძალიან კარგადაც იცოდა რაც იყო და გამოდის, რომ მონებს გვეძახის.

[…] ამაზეა საჭირო რეაქცია, თუკი რამეზე არის. გაგვცეს პასუხი გერმანიის ელჩმა, საელჩომ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, არის თუ არა მისაღები, რომ გერმანიის ელჩი ადამიანის ღირსების შემლახავი ტერმინით, მონათი მოიხსენიებდეს ხელისუფლებას. ამ ფონზე გამოჩენა არის თუ არა ტოლერირება ადამიანის ღირსების შელახვის და გააკეთონ ამაზე განმარტება.

სინამდვილეში იცით რა მოხდება? არაფერი მოხდება. ასე ჩუმად ჩაატარებენ ამ ყველაფერს, ისევ აქეთ გაღმა შემოგვედავებიან, რომ ეს არის თავდასხმა ელჩზე. არანაირი თავდასხმა არ არის, ეს არის ლეგიტიმური კრიტიკა, როდესაც მე ელჩი მეძახის მონას, აი ასეთ რაღაცებს აკეთებს, მაინტერესებს პასუხი, აცნობიერებდა თუ არა სად იჯდა საერთოდ, რა ბანერის წინ იჯდა, მე მგონი ამდენი წინდახედულობა უნდა ჰქონდეს ელჩს, რაღაც უცხო ენაზე თუ წერია გაერკვეს რა წერია, იქნებ გერმანული კულტურისთვის მიუღებელი რაღაცები წერია. როდესაც ამის წინ ჩნდება, გააკეთოს განმარტება, ან იცოდა, რა იყო, ან არ იცოდა და მაშინ ბოდიში მოიხადოს და თქვას, რომ ეს იყო შეცდომა. მაგრამ დღემდე არავის არ აუღია ეს ფოტო, მე ეს გავასაჯაროვე, არავის არ წაუშლია, არავის განმარტება არ გაუკეთებია. აქედან გამომდინარე გამოდის, რომ გერმანიის ელჩი გვეძახის მონებს და თუ ეს მიაჩნია მას ელჩობად გერმანიისა, მაშინ ალბათ საუკუნე შეეშალა.ამბობს ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სამთავრობო პროპაგანდისტულ ტელეკომპანია იმედში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights