ნიკა მელიას პროცესი ხვალ, 14:00 საათზე ჩატარდება

მოსამართლის გადაწყვეტილებით “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის, ნიკა მელიას პროცესი ხვალ, 30 მაისს, 14 საათზე ჩატარდება.

 

მოსამართლე ხვალ, 30 მაისს, 14:00 საათზე ნიშნავს სხდომას. ეს არის მოცემულობა. ყველაფერი ნათელია, ეს არის წინასწარ შეთანხმებული გეგმა იმისა, რომ ფაქტობრივად მოხდეს ნიკა მელიასთან მიმართებაში პატიმრობის დაყენება.

ვინაიდან, დღეს 12:00 საათზე გირაოს გადახდის ვადა იწურებოდა, დღეს ამის შესაძლებლობა არ ექნებოდათ და ამიტომ გადადეს უახლოეს ვადაში.

ვინაიდან, ეს ყველაფერი არის წინასწარ დაგეგმილი, 99% – იანი მოლოდინი მაქვს, რომ ხვალ დადგება შუამდგომლობა (ვინაიდან გასული იქნება გირაოს გადახდის ვადა) ნიკასთან მიმართებით პატიმრობის შერჩევის თაობაზე. ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ასე ხელის გულზე დევს სასამართლოს ინსტრუმენტად გამოყენება პოლიტიკური დევნის საქმეებში’- აცხადებს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.
პოლიტიკოსის პროცესი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა პროკურორების განცხადებით, ისინი დღევანდელ პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდნენ.

ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ასამართლებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით პოლიტიკოსს აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის გადახდას მელია არ აპირებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights