ლანჩხუთის მერთან შეხება არ მქონია, თუმცა PCR ტესტი მაინც გავიკეთე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პრაიმტაიმნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
შეგახსენებთ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. აღსანიშნავია, რომ 3 დღის წინ „ქართულმა ოცნების“ ლიდერებმა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე ამომრჩეველს წარუდგინეს. წარდგენაზე იმყოფებოდა „ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანიც, რომელსაც ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა.