გურიის მოამბე

დეკანოიძის განცხადებით, ივანიშვილმა ღარიბაშვილს ქვეყნიდან გასვლისას სუს-ი გააყოლა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნიდან გასვლისას სუს-ი გააყოლა.

დეკანოიძის ვარაუდით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ეჭვია, რომ შეიძლება ღარიბაშვილმა ინფორმაცია გაიტანოს.

”ღარიბაშვილს ბოლო საზღვარგარეთ მოგზაურობა როცა ჰქონდა ვენაში მთელი სუს-ი გააყოლა ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ჯერ პასპორტები აქვთ, წითელ საზღვარზე დგანან და უთხრეს და გააფრთხილეს სასტიკად ბევრი, ეს კლანის წევრები, რომ არ გახვიდეთ საზღვარზე და თუ გახვალთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები და თუ გახვალთ, მაშინ მთელი სუს-ი გაყვა ღარიბაშვილს ვენაში…

პირველი არის ის, რომ ძალიან ბევრი ფული ვისაც აქვს შეიძლება ეს ადამიანები მართლა უკმაყოფილოები იყვნენ სანქციებით, რომ არ მოხვდნენ სანქციებში. მეორე ეს არის ინფორმაციის გატანა, ინფორმაცია ძალიან ბევრი აქვთ ამ ადამიანებს, მათ შორის ეს არის გომელაური, ლილუაშვილი, აქ არიან ყველა გადამდგარი გაგდებული… რა თქმა უნდა, ეჭვი აქვს, რომ ღარიბაშვილმა გაიტანოს ეს ინფორმაცია,” – განაცხადა დეკანოიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights