მელიქიშვილის გამზირზე, სასტუმრო საქართველოში კახა კალაძის შტაბის გახსნაზე მისულმა “ქართული ოცნების” წევრმა, გია ვოლსკიმ ქუჩაში შეკრებილ აქციის მონაწილეებს პირჯვარი გადაწერა.
შეგახსენებთ, რომ მელიქიშვილის გამზირზე აქცია მოქალაქეებმა გუშინ დააანონსეს. დღეს კი სასტუმრო საქართველოში კახა კალაძის შტაბის გახსნა მოეწყო.
რუსთაველის გამზირიდან ფილარმონიასთან მსვლელობით მისულ მოქალაქეებს პოლიცია მელიქიშვილზე არ უშვებდა. ადგილზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.