რამდენად გასაკვირვიც არ უნდა იყოს, ბრაზილიაში არის სოფელი, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობენ. მოდით, უფრო ახლოდან გავიცნოთ ეს ბრაზილიური სოფელი – ნოივა დე კორდეირო( Noiva do Cordeiro)
600 კომლიანი სოფელი ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ნოივა დე კორდეირო სიტყვა–სიტყვით იესოს რძალს ნიშნავს და სოფელი თითქოს ბერძნული მითოლოგიიდანაა “გადმოვარდნილი”. სოფელი მხოლოდ ქალებისაა, თუმცა იშვიათად მამაკაცებიც შეიმჩნევა. მათი არყოფნის მიზეზი ქალების მიერ დადგენილი აკრძალული წესებია, რომლის თანახმადაც, კაცებმა სხვა დასახლებულ პუნქტში უნდა იცხოვრონ.
მამაკაცებს სოფელში ჩასვლის უფლება მხოლოდ კვირა დღეს აქვთ, მათ გარდა 18 წლის ზემოთ ყველა ახალგაზრდა მამაკაციც ასევე სოფლიდან განდევნილია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქალების საშუალო ასაკობრივი მაჩვენებელი 35 წელია.
ქალები დამოუკიდებლად აკეთებენ ყველაფერს: მუშაობენ, სწავლობენ, უვლიან ბავშვებს და მოგზაურობენ ქალაქებშიც. ერთადერთი პრობლემა მათთვის არის ოჯახის შექმნა. სოფლის ქალებს ძალიან უყვართ საკუთარი რეგიონი, თუმცა მამაკაცების გარეშე ცხოვრებას რომ უნდა შეეგუონ კარგად იციან… ამიტომ თუ გათხოვდებიან, მათ კაცებსაც მოუწევთ სოფლის დატოვება.
სოფლის დაარსების ისტორიაც საკმაოდ საინტერესოა: – 1891 წელს მარია სენიორინა ძალით გაათხოვეს მამაკაცზე, რომელიც ქალბატონმა მალევე მიატოვა. მცირე დროის შემდეგ, კათოლიკურმა ეკლესიამ მარია სენიორინა განდევნა ეკლესიიდან . ზუსტად აქედან იწყება სოფლის ისტორია, ამ ძლიერმა ქალბატონმა დააარსა სოფელი, სადაც მხოლოდ ქალები იცხოვრებდნენ.
სოფლის დამაარსებელი 1995 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი ტრადიციები სოფელში უცვლელია.
ადგილობრივებიდან 49 წლის ქალბატონი როსალეს ფერნანდესი: “ღმერთი ჩვენს გულებშია, ამიტომ არ არის აუცილებელი ეკლესიაში მისვლა და მღვდელის წინაშე გაბედნიერება. ეს ყველაფერი მამაკაცების მოგონილია და ვფიქრობ მათ არ იციან, რომ ქალები ზოგიერთ საქმეს კაცებზე უკეთესად ართმევენ თავს. “
სოფლის დანარჩენი ქალებიც იზიარებენ როსალეს ფერნანდესის აზრს. ისინიც თვლიან, რომ სოფელში სიმშვიდეა მამაკაცების გარეშე და თავად ახერხებენ მშვიდობის დამყარებას. სოფელში ერთი რესტორანი, პატარა საავადმყოფო, ორი აფთიაქი, სკოლა და 3 ჯიხურია. სოფელს იცავს ბრაზილიის მთავრობა.
intermedia.ge
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი