საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ისინი ცოტა ხანში მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინცვლებენ.
შეკრებილები გუშინ კალაძის შტაბთან მომხდარსაც აფასებენ და ამბობენ, რომ ძალადობა, რომელიც აქციის მონაწილეებზე განხორციელდა, კახა კალაძის ორგანიზებული იყო.
სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა აცხადებს, რომ ისინი გაჩერებას არ აპირებენ და ყოველდღე მივლენ კალაძის შტაბთან, თავიანთ სათქმელს იტყვიან და შემდეგ კვლავ პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
“ოცნება“ ცდილობს, გუშინდელი მოვლენები, რომლებიც ორგანიზებული იყო კალაძის მიერ და იყო აბსოლუტურად ძალადობრივი და იყო ზუსტად ჯგუფური ძალადობა, რასაც ედავებიან ადამიანებს, უნდა ეხლა გადაფარონ სხვა მუხლით, თითქოს, პროტესტიო იქ იმიტომ მივიდა, რომ ხელი შეეშალა ვინემსთვის, ან საარჩევნო პროცესისთვის. ჩვენ იქ რამდენი დღეა ვიკირბებით, არცერთ დღეს არაფერი ხელშეშლა არ ყოფილა, პირიქით, ჩვენ სათქმელს ვამბობთ და ვრუნდებით რუსთაველზე. ეს არის მცდელობა, რომ შემოგვიბრუნონ აქეთ, თითქოს, ვიღაცას ხელს ვუშლით. არ შეგვაშინებს ეს ყველაფერი, ვერაგი ჩასაფრება, რაც გუშინ მოაწყვეს, ბინძური ტიტუშკების გამოყენებით სცემეს ბავშვებს, ქალებს, ვიდრე ადამიანების რაოდენობა შეიკრიბებოდა, თორე როცა მივედით, შემდეგ კი ნახეთ, როგორც ცდილობდნენ მაქსიმალურად დამალულიყვნენ. ჩვენ ყოველდღე გავივლით, ჩვენ სათქმელს ვიტყვით, პროტესტს გამოვხატავთ მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, ოღონდ, თუ იქნება აგრესია, ხელიშეხება, არცერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ, საკადრის პასუხს გავცემთ ყველას” -ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.